ალექსეი ნავალნის 1 მარტს მოსკოვში დაკრძალავენ

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს პანაშვიდი 1 მარტს მოსკოვის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში გაიმართება, ნავალნის დაკრძალავენ მოსკოვის ბორისოვის სასაფლაოზე. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.
მანამდე ნავალნის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სარიტუალო სააგენტოების მიერ სივრცის გამოყოფაზე უარის გამო მოსკოვში ვერ პოულობდნენ ადგილს გამოსამშვიდობებელი პანაშვიდისთვის.
ს ოპოზიციის ლიდერი და ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში. პოლიტიკოსი 47 წლის იყო.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას, პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, 24 თებერვალს, გადასცეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედება.
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა შვილის ცხედრის გადაცემის სანაცვლოდ ლუდმილა ნავალნაიასგან მოითხოვეს, რომ დასთანხმებოდა ალექსეი ნავალნის ფარულ დაკრძალვას. ნავალნის დედამ უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე.
რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლს ალექსეი ნავალნის დედაზე ზეწოლა არ მოუხდენია შვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პესკოვის თქმით, ცხედრის გადაცემის გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინს არ მიუღია, რადგან “სახელმწიფოს მეთაური ამ საკითხებს არანაირად არ არეგულირებს.”
ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ თავისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.