პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი ავრცელებს.
„ალექსეის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 1-ელ მარტს 14:00 საათზე გაიმართება. ადრე მობრძანდით“, – განაცხადა კირა იარმიშმა.
ნავალნის თანაგუნდელების თქმით, ეკლესიის პოვნა, სადაც გარდაცვლილი ალექსეი ნავალნისთვის მსახურება ჩატარდებოდა, ძალიან რთული იყო.