ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას. ადგილზე შეკრებილებმა შენობის წინ დაალაგეს ყვავილები და დაანთეს სანთლები.
ალექსეი ნავალნისადმი ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმშიც, ევროპის მოედანზე.
რუსი ოპოზიციონერი დღეს, პირველ მარტს დაკრძალეს მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე. იგი არქტიკაში მდებარე ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა.
პოლიციამ ათიათასობით მოქალაქეს არ მისცა საშუალება, დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიალს.
ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ.
დაკრძალვამდე ნავალნის ოჯახსა და რუსეთის შესაბამის უწყებებს შორის ორი კვირის განმავლობაში იყო დაპირისპირება – ოფიციალური უწყებები აყოვნებდნენ ცხედრის ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის გადაცემას და, გავრცელებული ცნობებით, აშანტაჟებდნენ დაკრძალვის კერძო ვითარებაში, “გამოთხოვების ცერემონიის გარეშე” ჩატარების მოთხოვნით.
ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, დაკრძალვაზე დაუკრეს მუსიკა ნავალნის საყვარელი ფილმის, Terminator 2-ის ფინალური სცენიდან და ფრენკ სინატრას სიმღერა My Way.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი