ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას გადაეცა

ნავალნის გუნდის ინფორმაციით, ს ცხედარი დედას გადაეცა.
„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამას მოითხოვდა. ამჟამად ლუდმილა ივანოვნა სალეხარდშია. დაკრძალვა ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ არ ვიცით, ჩაერევა თუ არა ხელისუფლება ისე, როგორც ოჯახს სურს და როგორც ალექსეი იმსახურებს. ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება“, – აცხადებს ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.
შეგახსენებთ, გუშინ ს ეფ-ეს-ბემ ლუდმილა ნავალნაიას ულტიმატუმი წაუყენა და სამი საათი მისცა დრო – ოპოზიციონერი ხალხისგან საიდუმლოდ და ცერემონიის გარეშე დაეკრძალა, ან მას კოლონიის ტერიტორიაზე, ყველასგან უცნობ ადგილას დაკრძალავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…