ალექსეი ნავალნის მემუარები წიგნად გამოიცემა-იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულიამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მზადება მისი მეუღლის მემუარების გამოქვეყნებისთვის. წიგნი უკვე 11 ენაზეა თარგმნილი და ოქტომბერში გამოვა, – დაწერა იულია ნავალნაიამ სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ ტვიტერში).

მისი თქმით, მ წიგნის წერა 2020 წელს მოწამვლის შემდეგ დაიწყო. ადრე მემუარების შესახებ არაფერი იყო ცნობილი.
წიგნი, რომლის სახელია „პატრიოტი“, გამომცემლობა Knopf-ი გამოსცემს და მისი საწყისი ტირაჟი 500 ათასი ეგზემპლარი იქნება, – იატყობინება New York Times-ი

გამომცემლის პრესრელიზში ნათქვამია, რომ მემუარები “გამოხატავს ნავალნის სრულ რწმენას, რომ ცვლილებებს წინააღმდეგობა არ შეიძლება და მათი დრო აუცილებლად მოვა.”
ნავალნი 16 თებერვალს არქტიკაში მდებარე სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გარდაიცვალა. ს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისი ოჯახი და თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკოსი მოკლეს. იულია ნავალნაიამ ამაში რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა. კრემლი ამას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობაზე – როცა მათ მიმართ კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის