ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა

ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ ს ცხედარი მის ოჯახს დაუყოვნებლივ გადაეცეს“, – განაცხადა ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა.
კირა იარმიში ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე გარდაიცვალა.
იარმიშის ცნობით, ნავალნის ცხედარი რუსმა გამომძიებლებმა „კვლევების“ ჩასატარებლად ციხის მადლობლად მდებარე ქალაქ სალეხარდში გადაასვენეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია, ალექსეი ნავალნის ადვოკატის თანხლებით იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის კოლონიაში გაემგზავრა.