ალექსანდრ სტუბი – ფინეთმა გადაწყვიტა, დანიაში დრონების საწინააღმდეგო კონტინგენტი გაგზავნოს

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, დანიას თავის დაცვაში დაეხმარება.
მისი თქმით, ფინეთი დანიაში დრონების საწინააღმდეგო კონტინგენტს გაგზავნის და ფინეთის სასაზღვრო დაცვა მხარდაჭერას გაუწევს ქვეყანას.
„ფინეთი სრულად უჭერს მხარს დანიას საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და იმ ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებში, რომელიც ბოლო დღეებსა და კვირებში ვიხილეთ. ამ მხარდაჭერის კონკრეტული მიზნით, ფინეთმა დღეს გადაწყვიტა, დანიაში უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო კონტინგენტი გაგზავნოს. ფინეთის სასაზღვრო დაცვაც საკუთარი შესაძლებლობებით დახმარებას გაუწევს“, – აღნიშნა სტუბმა.
მისი თქმით, ეს არის სკანდინავიური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი.
„გავაგრძელებთ ჩვენი მიდგომების დაახლოებას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო