ალექსანდრ სტუბი – ტრამპის მიდგომაა, სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმოქმედოთ და ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა ეკონომიკური საშუალებებით შევაჩეროთ – ორი სამიზნეა, გაზი და ნავთობი

დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებთან დაკავშირებით აშშ-მა და ევროპამ ერთად იმოქმედონ, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ტრამპის მიდგომაა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმოქმედოთ და ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა ეკონომიკური საშუალებებით შევაჩეროთ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დამატებითი სანქციები რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ განიხილება.
„ამ შემთხვევაში ორი სამიზნეა, გაზი და ნავთობი. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები ამ საკითხს მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილავენ“, – აღნიშნა სტუბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“