ალექსანდრ სტუბი – ტრამპის მიდგომაა, სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმოქმედოთ და ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა ეკონომიკური საშუალებებით შევაჩეროთ – ორი სამიზნეა, გაზი და ნავთობი

დონალდ ტრამპს სურს, რომ ს წინააღმდეგ დამატებით სანქციებთან დაკავშირებით -მა და ევროპამ ერთად იმოქმედონ, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ტრამპის მიდგომაა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმოქმედოთ და ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა ეკონომიკური საშუალებებით შევაჩეროთ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, დამატებითი სანქციები რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ განიხილება.
„ამ შემთხვევაში ორი სამიზნეა, გაზი და ნავთობი. ევროკომისიის პრეზიდენტი, და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები ამ საკითხს მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილავენ“, – აღნიშნა სტუბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ