ალექსანდრ სტუბი – “მსურველთა კოალიცია” შეთანხმდა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ და უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ

“მსურველთა კოალიცია” შეთანხმდა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ და უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი სოციალურ ქსელში წერს.
სტუბი მადლობას უხდის თურქეთის პრეზიდენტს და -ს სახელმწიფო მდივანს, ჩართულობისთვის.
“უკრაინის მხარდამჭერი “მსურველთა კოალიცია” დღეს შეიკრიბა.
მაგიდასთან ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა შევინარჩუნოთ და უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ.
მადლობა რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მარკო რუბიოს შეხვედრაში თქვენი შეფასებებისთვის. ერთად ვაღწევთ მყარ მშვიდობისკენ გზაზე პროგრესს”,-წერს სტუბი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს