ალექსანდრ სტუბი – , დაინახა რა რომ რუსებთან თაფლაკვერი იშვიათად მუშაობს, მათრახის სცენაზე გადავიდა

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, -ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თაფლაკვერის პოლიტიკიდან მათრახის პოლიტიკაზე გადავიდა, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ რუსებთან თაფლაკვერი იშვიათად მუშაობს, ის მათრახის სცენაზე გადავიდა. ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენად დიდი იქნება მათრახი“, – განაცხადა სტუბმა მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი, „თუ არა 24 საათის განმავლობაში, ყოველდღე ცდილობს ომის დასრულებას“.
„მას ჩანთაში 14 ჯოხი აქვს. არ არის საჭირო „გარიგების ხელოვნების“ წაკითხვა იმის გასაგებად, თუ როგორ აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი მოლაპარაკებებს. ეს არატრადიციულია, მაგრამ საკმაოდ შედეგზე ორიენტირებული. თუ პუტინი ალასკის შემდეგ გააგრძელებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად მოახდენს რეაგირებას“, – აღნიშნა სტუბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო