დროა, ყველანი გავერთიანდეთ კამალა ჰარისის გარშემო და დავამარცხოთ დონალდ ტრამპი, გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას! – ამის შესახებ ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექსანდრ სოროსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ის არის საუკეთესო და ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავს. გაუმარჯოს ამერიკულ ოცნებას!“ – აცხადებს ალექს სოროსი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის წარდგენას „დემოკრატების“ კანდიდატად წარდგენას.