ალექსანდრ სირსკი – ფრონტის ხაზზე, წლის დასაწყისიდან, 290 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ან მძიმედ დაშავდა

2025 წლის დასაწყისიდან ფრონტის მთელ ხაზზე რუსეთის 290 000-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა, ან მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარუდგინა.
სირსკის ინფორმაციით, რუსებმა ყველაზე დიდი დანაკარგები დონეცკის ოლქში, კერძოდ, პოკროვსკის მიმართულებით განიცადეს, სადაც ძირითადი ძალისხმევა ჰქონდათ მობილიზებული, მაგრამ სტრატეგიული ამოცანები ვერ შეასრულეს.
უკრაინის პრეზიდენტმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ასევე გაანალიზეს ზაპოროჟიეს მიმართულებით, სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარება.
„დეტალურად გავაანალიზეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებული ვითარება და ოკუპანტის განზრახვები. ასევე სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონსა და ხარკოვის ოლქში არსებული ვითარება. გავაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა უკრაინის დასაცავად. ძალები და საშუალებები მომზადებულია. ასევე იგეგმება ახალი დიპლომატიური დარტყმები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია