ალექსანდრ სირსკი – უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ხაზი გავუსვი რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში პოზიციების აღდგენისა და ტერიტორიების შენარჩუნების მნიშვნელობას

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ხაზი გაუსვა რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში პოზიციების აღდგენასა და ტერიტორიების შენარჩუნებას, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ხაზი გავუსვი ჩვენი ქვედანაყოფების მოქმედებებს აქტიურ თავდაცვაში – მოწინააღმდეგისთვის პოკროვსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით ჩვენი თავდაცვის სიღრმეში წინსვლისა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევის საშუალების არ მიცემას. ხაზი გავუსვი რუსეთის ფედერაციის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში პოზიციების აღდგენისა და ტერიტორიების შენარჩუნების მნიშვნელობას. ვაგრძელებთ სასაზღვრო ზონაში მტრის მნიშვნელოვანი ჯგუფის შეზღუდვას. მტერი იქ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს“, – აღნიშნა სირსკიმ.
ცნობისთვის, ალექსანდრ სირსკიმ 21 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაახლოებით 90 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. მისივე თქმით, მომავალში არმია უბრალოდ თავდაცვაში არ დარჩება და თავდაცვასთან ერთად შეტევით მოქმედებებსაც განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს