ალექსანდრ სირსკი – უკრაინელებმა კურსკში წინ კიდევ კილომეტრნახევრამდე წაიწიეს და 82 დასახლებას აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 15 აგვისტოს დასაწყისიდან, კურსკის ოლქში გარკვეული მიმართულებით წინ კიდევ 500 მეტრიდან 1,5 კმ-მდე წაიწიეს და უკვე ს ფედერაციის 82 დასახლებას აკონტროლებენ, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი შეტევა მოიგერიეს და შეტევითი ოპერაციები განაგრძეს.
ამასთან, ალექსანდრ სირსკის განმარტებით, კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარებმა, საერთო ჯამში, წინ 35 კილომეტრით წაიწიეს და რუსეთის ტერიტორიის 1 150 კვადრატულ კილომეტრს და 82 დასახლებას აკონტროლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე მელიაზე – თავი დააჭერინა – წინა დღეს პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა განზრახვა, რომ დაეჭირათ და თავი ემართლებინა, რა ვქნა, წინა დღეს დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო

ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილზე – როდესაც ადამიანს 11 წელი აქვს შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს