ალექსანდრ სირსკი – უკრაინა, მტრის გამოფიტვის მიზნით, თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარება მძიმეა და , მტრის გამოფიტვის მიზნით, შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვით ოპერაციაზე გადავიდა.
„შეტევითი მოქმედებებიდან თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებაზე გადავედით. ჩვენი ოპერაციის მიზანია მტრის გამოფიტვა, მაქსიმალური დანაკარგის მიყენება,“ – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, განსაკუთრებით ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს კუპიანსკის მიმართულებით, სადაც რუსული ძალები ცდილობენ, ნებისმიერ ფასად აიღონ კუპიანსკი და ყოველდღიურად აწყობენ პოზიციებს.
„ფაქტობრივად, მტერმა ეს შეტევა 2023 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო და უკვე 4 თვეა ახორციელებს მაღალი ინტენსივობის შეტევას. მათი დანაკარგები, განსაკუთრებით დაღუპულთა კუთხით, ბოლო მონაცემებით, ჩვენსას 7-8-ჯერ აღემატება“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ომში ყოველდღიურად იზრდება დრონების როლი, ორივე მხრიდან მათი გამოყენების გახშირების გამო.
კითხვაზე, როდის დასრულდება ომი და არსებობს თუ არა მისი სწრაფად დასრულების პერსპექტივა, სირსკიმ უპასუხა: ”ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხარდაჭერის დონეზე და ჩვენი ქმედებების ეფექტურობაზე.”

ასევე დაგაინტერესებთ