ალექსანდრ სირსკი: პოკროვსკიზე რუსეთის შეტევა შეჩერებულია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული ჯარების წინსვლის შეჩერება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მეექვსე დღეა, ს არმია ამ მიმართულებით არც ერთი მეტრით არ ჰქონია წინსვლა.

„ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, მტერს არც ერთი მეტრი არ გადაუდგამს პოკროვსკის მიმართულებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი სტრატეგია მუშაობს”, – თქვა სირსკიმ.

მანვე აღიარა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები რამდენიმე კვირის განმავლობაში უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იყო პოკროვსკის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ