ალექსანდრ პივნენკო: ჩვენ კიდევ შეგვიძლია რამდენიმე წელი ვიბრძოლოთ – 100%-ით. მაგრამ ტერიტორიას არავინ დათმობს

„ჩვენ კიდევ შეგვიძლია რამდენიმე წელი ვიბრძოლოთ – 100%-ით. მაგრამ ტერიტორიას არავინ დათმობს“ – აცხადებს უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაური.
🔴 ალექსანდრ პივნენკოს თქმით, უკრაინის სამხედრო გამარჯვება მისი ყველა მიწის დაბრუნებაა, თუნდაც ამას დიდი დრო დასჭირდეს. ამავდროულად, ის აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებობს რეგიონები, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის ადამიანები აღარ არიან.
🔴 პივნენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ტერიტორიული დათმობები – არა. მისი თქმით, სახელმწიფოს გადარჩენისთვის არმიის შენარჩუნება პრიორიტეტია.
🔴 გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ გააჩნია შორი მოქმედების იარაღი და პერსონალი სრულფასოვანი როტაციებისთვის. ომი კი რადიკალურად შეიცვალა დრონების გამო, რაც ქვეითთა ჯარს ბრძოლის ველზე მთავარ სამიზნედ აქცევს.