ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩავიდა

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდე ვუჩიჩი უკრაინის ქალაქ ოდესაში რეგიონულ სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა. როგორც დასავლური მედია წერს, ეს მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი ლიდერის პირველი ვიზიტია ში.
ვუჩიჩი უკრაინაში ერთი დღით ჩავიდა, რათა შავი ზღვის პორტ ოდესაში უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიეღო მონაწილეობა.
სამიტში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი მასპინძლობდა, ასევე მონაწილეობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები.
მედიის ცნობით, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერისგან.
„ჩვენი (სერბეთის) ინტერესების დაცვით, მე ვიცავ როგორც ს, ასევე უკრაინის ინტერესებს… ისევე, როგორც ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართლის ინტერესებს“, – განაცხადა მან სერბ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მედია წერს, რომ ერთობლივი დეკლარაცია მხარს უჭერს უკრაინის მცდელობებს, იპოვოს დიპლომატიური გზა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ, ასევე მოიცავს მოწოდებას საერთაშორისო საზოგადოებისადმი, გააძლიეროს მხარდაჭერა ს მიმართ და თავი შეიკავოს რუსეთის საომარი ძალისხმევისთვის მატერიალური ან სხვა სახის დახმარების შეთავაზებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება