ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში ჩადის

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სერბეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს ვუჩიჩის პირველი ვიზიტია უკრაინაში, სადაც ის -სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოდესაში გაიმართება.
ვუჩიჩის უკრაინაში ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა.