ალექსანდრ ვუჩიჩი – სერბეთმა რუსეთთან გაზის მიწოდების გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას მიაღწია

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, მისმა ქვეყანამ გაზის მიწოდების მარტის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია.
მისი თქმით, სერბეთს ექნება როგორც ელექტროენერგია, ასევე საკმარისი გაზი მომავალი ზამთრის სეზონისთვის.
„შევთანხმდით, რომ გაზის მიწოდება კიდევ სამი თვით, 31 მარტამდე გავაგრძელოთ, რათა ხალხმა მშვიდად ძილი შეძლოს“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
მისი თქმით, „გაზპრომის“ წარმომადგენლები აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი Naftna Industrija Srbije (NIS) წილის გაყიდვას, სხვა კომპანიებთან ერთად, უნგრეთის ეროვნულ კომპანია MOL-თანაც განიხილავენ.
ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთის ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.
„უნგრელები ჩვენი მეგობრები არიან. უბრალოდ უნდა დავასრულოთ რაც შეიძლება სწრაფად, 15 იანვრამდე“, – აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.
სერბეთის უდიდესი ნავთობკომპანია NIS-ი ოქტომბრის დასაწყისიდან აშშ-ის სანქციების ქვეშა იმყოფება. ამერიკის შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსულმა კომპანიებმა უარი თქვან NIS-ში თავიანთ წილზე, რომელიც ამჟამად 56.2%-ს შეადგენს. სანქციების გამო, ბელგრადის მახლობლად, პანჩევოში, NIS-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაიხურა. ამ ფონზე, სერბეთის ხელისუფლება უკვე განიხილავს NIS-ზე, როგორც ნავთობის ძირითად მიმწოდებელზე, უარის თქმას, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება