ვერანაირი პროტესტები ვერ იქნება სახელმწიფოზე ძლიერი. თქვა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა 28 ივნისის საღამოს.
სერბეთის პირველი პირის თქმით, საპროტესტო აქციები “სერბეთის ისტორიაში პირველი შეკრებაა, რომელიც ძალადობისკენ მოუწოდებს”.
ვუჩიჩმა სამართალდამცავებთან მომიტინგეების შეტაკების შესახებაც ილაპარაკა:
“21:00 საათზე წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევა დაიწყო, როდესაც მომიტინგეების ნაწილი პოლიციას დაესხა თავს. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, სამართალდამცავები იძულებულნი გახდნენ წესრიგი დაემყარებინათ. ამ დროისთვის დაშავებულია 48 პოლიციელი”.
პრეზიდენტის მტკიცებით, “განვლილი 7 თვის განმავლობაში მომიტინგეებს ქალაქის მოსახლეობა ტერორში ჰყავდათ”.
ვუჩიჩმა ხაზგასმით თქვა, რომ პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევაში დაპატიმრებები გაგრძელდება.