ალექსანდრ დუგინი: ქართულ ოცნებას უნდა გააჩნდეს სტრატეგია. უნდა ეცადონ შეიყვანონ (საქართველო) BRICS-ში

საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ სუვერენისტები მოდიან. ისინი სულაც არ არიან პრორუსები, მაგრამ არც დასავლელი ყმები გახლავთ. აი რას ნიშნავს კარგი გაგებით ნაციონალიზმი – შეინარჩუნო სამშობლო, წესრიგი, გააძლიერო ყველასგან დამოუკიდებლობა, თავი არავის დაუხარო. ქართულ ოცნებასთან ურთიერთობა მარტივი არ იქნება. მაგრამ სოროსის მარიონეტებს, გარყვნილებსა და ექსტრემისტებს, რომ გაემარჯვათ, მათთან გაცილებით მეტი პრობლემა შეგვექმნებოდა. მაგრამ ყველაზე ცუდ დღეში თავად ქართველები იქნებოდნენ.

სხვა საქმეა, რომ ოპოზიციამ იმაზე მეტი ხმა მიიღო ვიდრე სუვერენისტები ფიქრობდნენ და პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ იქნება. მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობაც არ არის ცუდი. ველური არეულობის საბაბი არ არის.

მაგრამ ქართულ ოცნებას უნდა გააჩნდეს სტრატეგია. ჯერჯერობით ისინი საკმაოდ წარმატებულად ლავირებენ, მაგრამ ეს რესურსი უსასრულო არ არის. უნდა ეცადონ საქართველოს დაუბრუნონ ძველი დიდება, ამჯერად ტრადიციულ, არალიბერალურ საფუძველზე. და შეიყვანონ (საქართველო) BRICS-ში. იქ მალე საკუთარი ვალუტა იქნება ნათელი და მიმზიდველი კუპიურით.

ახლა კი საჭიროა სააკაშისტებისა და სოროსელი გარყვნილების რეაქციის მოგერიება და გამარჯვების გამყარება. ასევე დროა დავემშვიდობოთ არაპოპულარულ და ქართველოფობ პრეზიდენტს. დროა წავიდეს სახლში, პარიზში.

წერს კრემლის იდეოლოგი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი.

ასევე დაგაინტერესებთ