ალექსანდრ დუგინი: სისხლი არ გვსურს, ძალადობა არ გვსურს, მაგრამ სამართლიანობა გვსურს. რაც ალიევთან და ფაშინიანთან მოხდა – ჩვენი დამცირებაა

სისხლი არ გვსურს, ძალადობა არ გვსურს, მაგრამ სამართლიანობა გვსურს. როდესაც ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პოლიტიკის სრული მარცხისთვის ადამიანები დაუსჯელები რჩებიან, ეს დამამცირებელია. ვაშინგტონში ამ შეთანხმების გაფორმება მითითებაა ჩვენს უსუსურობაზე, იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი არაფერს არ ვაკონტროლებთ. ამ შემთხვევაში ვინ ჩაითვლება ჩვენთან უფრო მაღალ დონეზე? ეს ტკივილია, ეს შეურაცხყოფაა, ეს სილა სწორედ ასე უნდა აღიქმებოდეს, როგორც სილა ყოველ ჩვენგანს, ყოველ რუს ადამიანს. არ აქვს აზრი, რომ ვთქვათ: “როგორი ცუდები არიან! ხომ გეუბნებოდით, რომ ფაშინიანი სოროსის ლეკვია, ხოლო ალიევი – ნაძირალა, რომელიც ერდოღანისთვის მუშაობს და ჩვენს მეგობრობას უღალატებს”. ეს არგუმენტები არ არის. ვინც არ უნდა იყვნენ, დარტყმა პირისპირ უნდა აღვიქვათ.

რაც ალიევთან და ფაშინიანთან მოხდა – ჩვენი დამცირებაა. სწორედ ასე უნდა აღვიქვათ. ასე უფრო ჯანსაღია, უფრო პატიოსანია. წავაგეთ. შევცდით, რომ მუშაობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობა აბსოლუტურად არასათანადო ადამიანებს ჩავაბარეთ. სხვანაირად ეს ვერ აიხსნება. თუ ჩვენ ამას ჩაფლავებად არ აღვიქვამთ, არ აღვიქვამთ ამ ტკივილს, შევწყვეტთ ადამიანებად და სუვერენულ სახელმწიფო-ცივილიზაციად ყოფნას. რა თქმა უნდა, საჭიროა სამართლიანობა. საჩვენებლად უნდა დაისაჯონ ისინი, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ჩვენს უახლოეს სამეზობლოში საგარეო პოლიტიკაში ამ შედეგამდე მიიყვანა.

დროა, ეს დავასრულოთ. დროა, გავუმკლავდეთ მათ, ვინც ამ მიმართულებაზე პასუხს აგებდა, როგორც დიასპორებს, ისევე გარე ლობისტებს ამ ჩვენი მარცხის. ან იმპერია ვართ, სუვერენული სახელმწიფო-ცივილიზაცია, ან ვიმსახურებთ ყველაფერს, რაც ვაშინგტონში ვიხილეთ, როდესაც ჩვენი ორი “მოკავშირე” ჩვენი მტრის ჩექმებს ლოკავდა. ამიტომ, თუ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ადამიანები [სასჯელს] თავს დააღწევენ, მაშინ სასიკეთო ამბები არ მექნება. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი ერი ვართ, თუმცა მარცხი რომ მარცხად არ აღვიქვათ, ღალატი –  ღალატად, დამცირება – დამცირებად, მაშინ გროშის ფასი გვექნება.

თქვა ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგმა და კრემლთან დაახლოებულმა ულტრანაციონალისტმა პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს თეთრ სახლში -ს პრეზიდენტ ს მასპინძლობით სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელზეც მუშაობა ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

წყარო