ტრამპი საერთოდ ვერ ხვდება რა არის უკრაინა, იმიტომ, რომ მისთვის სულ ერთია. ის ვერ ხვდება რას ნიშნავს რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე, რომ უკრაინას განვიხილავთ როგორც ჩვენი ორგანული ტერიტორიის ნაწილად, ეს ჩვენ ვართ, ეს ჩვენი ხალხია, ჩვენი ქვეყანა.
წარმოიდგინეთ, რომ ამერიკაში დელავერის ან იუტას შტატი, რომელიც მორმონებით არის დასახლებული და სხვა პოლიტიკური მმართველობა აქვს, აცხადებს, რომ აშშ-ს შემადგენლობიდან გადის, გამოაცხადებს რაღაც საშინელ იდეოლოგიას და მოუწოდებს ყველა ამერიკელის, თავად იუტელების გარდა, განადგურებისკენ, როგორ მოიქცევა ტრამპი? აი ამას ვერ იგებს აშშ-ს პრეზიდენტი – ვერ ხვდება, რომ უკრაინა ჩვენი შტატია.
როგორც კი პუტინი დამაჯერებლად, ისტორიულად, ეთნოლოგიურად, რელიგიურად, სოციოლოგიურად, ანთროპოლოგიურად ტრამპს აუხსნის, რომ უკრაინა ჩვენი შტატია, ამის შემდეგ შეგვეძლება მის მხრიდან წინსვლის იმედი ვიქონიოთ. იმიტომ რომ, ახლა ტრამპი გარკვეულწილად გლობალისტების პროპაგანდის მსხვერპლია.
თქვა რადიო სპუტნიკის ეთერში კრემლის პროპაგანდისტმა, რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა.