ალექსანდრ გრუშკო – რუსეთს სურს ურყევი გარანტიები, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება – ეს გულისხმობს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას

რუსეთისთვის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ნატო-ში არ გაწევრიანდეს, შესაძლოა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გახდეს, – ამის შესახებ ს ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ ურყევი საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გულისხმობს ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გრუშკომ.
შეგახსენებთ, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან