ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

4
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„საქართველოს უწმინდესი ეკლესიის წმინდა სინოდს. საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ნეტარხსენებული წინამძღოლის, უნეტარესი -ის უფლისმიერ მიცვალების გამო გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ და ღვთივსათნო სამძიმარს თქვენი უწმინდესი ეკლესიისა და მისი კეთილმსახური მრევლის მიმართ.
ამავდროულად, გაცნობებთ, რომ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი, უნეტარესი თეოდორე II ამჟამად იმყოფება მისიონერული ვიზიტით კონგოში. ამ მიზეზით, დაკრძალვის წესის აღსრულებისას მას წარმოადგენს ალექსანდრიის საყდრის მღვდელმთავარი, კესარიის მიტროპოლიტი თეოფილაქტე.
აღვავლენთ ლოცვებს უფლის მიმართ ნეტარხსენებული მწყემსმთავრის სულის მოსახსენებლად, რათა მან განუსვენოს მას ცოცხალთა ქვეყანაში, მართალთა სავანეებში და განუსვენოს მას წმინდანთა და მართალთა დასში.
გაბრიელ ლეონტოპოლელი, საპატრიარქოს საერთო ეპიტროპოსი. ალექსანდრია“

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში