ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.
„ყველას, განსაკუთრებით მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს, გილოცავთ ახალ წელს! მოხარული ვარ, რომ გასულ წელს, მიუხედავად სირთულეებისა, განათლების სისტემაში არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და დღეს, ახალ წელს ახალი იმედებით და შესაძლებლობებით ვხვდებით. მჯერა, რომ 2025 წელს ერთობლივი ძალისხმევითა და ურთიერთმხარდაჭერით კვლავ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ნაყოფიერ და შესაძლებლობებით სავსე ახალ წელს!“,- აცხადებს ალექსანდრე წულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი