ალექსანდრე წულაძე გივი მიქანაძემ შეცვალა – გივი მიქანაძის ბიოგრაფია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე ალექსანდრე წულაძეს გივი მიქანაძე შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე ბრიფინგზე წარადგინა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კობახიძის თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე, გივი მიქანაძე არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე.

გივი მიქანაძის ბიოგრაფია

გივი მიქანაძე დაიბადა 20 მაისი, 1977, თბილისი. თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი და პოლიტიკოსი. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

იუსტიციის პოლკოვნიკი (2008);

პოლიციის პოლკოვნიკი (2017).

1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2003 წლებში ვარშავაში გაიარა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კურსი (ადამიანის უფლებათა ექსპერტი). 2001-2004 წლებში სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მაძიებელი, კვლევითი თემა: „ომბუდსმენის ინსტიტუტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებში“. 2004 წელს გაეროს ჟენევის ოფისის სტაჟიორი.

2009 წელს დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტი (სამართლის მაგისტრატურა).

2013 წელს ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების დანაშაულისა და ძალოვანი სტრუქტურების კვლევითი ცენტრის დოქტორანტი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემა საქართველოში“.

სამუშაო გამოცდილება
1998-1999 წლებში კავშირი „ადამიანის უფლებათა თბილისის საერთაშორისო სკოლის“ დირექტორი. 1999 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოწვეული სპეციალისტი. 1999-2000 წლებში სახალხო დამცველის აპარატის ადმინისტრაციულ საქმეთა დეპარტამენტის რეფერენტ-იურიკონსულტი. 2000-2002 წლებში საჯარო სკოლა „ბალავარის“ პედაგოგი. 2000-2001 წლებში გაეროს განვითარების პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ – იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი. 2001-2003 წლებში კავშირი „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ გამგეობის თავმჯდომარე. 2001-2002 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოწვეული ლექტორი. 2003-2004 წლებში კავშირი „ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე. 2004-2005 წლებში ევროკავშირის პროექტი „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ – ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში. 2005 წელს ეუთო-ს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“ – პროექტის დირექტორი.

2005-2008 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2009 წელს თბილისის მერიის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე. 2009 წელს მონაწილეობდა გაეროს განვითარების პროექტში „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“. 2010-2013 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის ოფიცერი. 2011-2015 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2013-2017 წლებში აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2013-2015 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის პროექტის უფროსი ოფიცერი. 2015-2016 წლებში ევროპის საბჭოს პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი. 2016-2018 წლებში საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი. 2016-2018 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2023 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მიღებული აქვს „თანამშრომლობის გაძლიერების“ მედალი (24 იანვარი 2017).