ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს.
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი რგოლია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და შესაბამისად, კარგად მომზადებული და აღჭურვილი უწყებაა თავისი სპეცდანიშნულების და ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობებით.
სამსახურს აქვს შესაძლებლობა მაღალი პროფესიონალიზმით უპასუხოს დაცვითი ღონისძიებებისთვის ყველა საჭიროებას და გამოწვევას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს სამსახურის საქმიანობა არაერთხელ შეუფასებიათ დადებითად“, – აღნიშნულია დეპუტატის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის