ალექსანდრე სტუბი – ში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა და ევროპელმა მოკავშირეებმა მხარდაჭერა უნდა შეინარჩუნონ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, რომელმაც მოიცვა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა Associated Press-ს განუცხადა.
„დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ, სულ მცირე წელს მაინც“, – განაცხადა სტუბმა.
მისი თქმით, ში მშვიდობის დასამყარებლად -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე, რათა მან სტრატეგიული აზროვნება შეცვალოს.
„პუტინს არსებითად სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის წინ ომი დაიწყო“, – აღნიშნა სტუბმა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე სამი მთავარი საკითხია: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მისი ეკონომიკის აღდგენა და ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“