ალექსანდრე სტუბი – აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების პროცესშია იმ შემთხვევისთვის, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის, ან შეთანხმებას დაარღვევს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 7-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„უახლოეს მომავალში ის ამას ორმოცდაათი სენატორის მხარდაჭერით წარადგენს”, – აღნიშნა სტუბმა.
მისი თქმით, რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მოთმინება იწურება.
„შევეცადე ამეხსნა, რომ სრულიად ნორმალური საქციელია რუსეთისთვის. ჯერ რაღაცაზე შეთანხმდებით და მერე ისევ პირობებს წამოაყენებს“, – აღნიშნა სტუბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“