ალექსანდრე სტუბი – ამ ეტაპზე უკრაინაში ჯარების განთავსებაზე საუბარი სპეკულაცია, თუმცა ფინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს

ამ ეტაპზე, ში ჯარების განთავსებაზე საუბარი სპეკულაციაა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა ესტონეთში ვიზიტისას განაცხადა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების მთელი პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერაზე ორიენტირებული უნდა იყოს.
„ფინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, – აღნიშნა ალექსანდრე სტუბმა ესტონელ კოლეგასთან ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ესტონეთში ვიზიტის დღის წესრიგი მოიცავდა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოებასა და თავდაცვას, ასევე ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებს. სტუბმა აღნიშნა, რომ ესტონელ კოლეგასთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ს ჰიბრიდული თავდასხმები, საქართველოში განვითარებული მოვლენები და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?