ალექსანდრე სირსკი – უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურ თავდაცვაში იმყოფება

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები ახლა აქტიურ თავდაცვაში იმყოფება და ფრონტის აღმოსავლეთის 1000 კმ-იან მონაკვეთზე პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი დამცველები ახორციელებენ მცირე კონტრშეტევებს, აკავებენ მტერს, ეძებენ შესაძლებლობებს დარტყმისთვის, მოწინააღმდეგე კი ინიციატივის დაბრუნებას ცდილობს.
„ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება, მტრის გამოფიტვა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით“, – განმარტა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
მისი თქმით, რუსული ძალები ასევე ცდილობენ, დაიბრუნონ პოზიციები სამხრეთით – ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა