ალექსანდრე სირსკი – პოკროვსკის მიმართულებით უკიდურესად სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს

პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებთან სასტიკი ბრძოლები გრძელდება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება თავდაცვის სტაბილურობის გაზრდისა და დამპყრობლების უფრო ეფექტური განადგურების მიზნით.
„ბრძოლა უკიდურესად სასტიკია ხასიათისაა. რუსი დამპყრობლები ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარისკაცების თავდაცვის ხაზი. უკრაინელი ჯარისკაცები მტკიცე გამძლეობას ავლენენ და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს“, – აღნიშნა სირსკიმ.
ცნობისთვის, პროექტ DeepState-ის თანახმად, რუსული ძალები ქალაქ პოკროვსკის გარეუბანიდან მხოლოდ სამი კილომეტრის მოშორებით არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა