ალექსანდრე სირსკი: კიევს აქვს რეალური გეგმა ყირიმის დასაბრუნებლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ს მიერ ს უკანონო ანექსიიდან ათზე მეტი წლის შემდეგ კიევს აქვს გეგმა მის დასაბრუნებლად. ინტერვიუში, სახელწოდებით – „ვიცი, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ – და როგორ“, სირსკი ამბობს:

„ეს რეალურია. რა თქმა უნდა, ეს დიდი სამხედრო საიდუმლოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ 1991 წლის მდგომარეობით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ… გავათავისუფლოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომლებიც იტანჯებიან“.

სირსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის თავდასხმების სერიის შემდეგ, იძულებული გახდა გასულიყო სევასტოპოლის პორტიდან და უკრაინის მიზანია, გაანადგუროს ყირიმის ხიდი და სარკინიგზო გადასასვლელი, რომელიც აკავშირებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან.

სირსკის არ დაუზუსტებია, როდის შეიძლება ეს მოხდეს.

სირსკიმ „გარდიანთან“ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამჟამად ფრონტზე რუსებს აქვთ უპირატესობა როგორც ტექნოლოგიების, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით.

„როცა საქმე ეხება ტექნოლოგიას, თანაფარდობა არის 1:2 ან 1:3 მათ სასარგებლოდ. მტერს ძალებითა და რესურსებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. 2022 წლიდან რუსული ტანკების რაოდენობა „გაორმაგდა“ – 1700-დან 3500-მდე. საარტილერიო სისტემები სამჯერ გაიზარდა და ჯავშანტრანსპორტიორების რაოდენობა 4500-დან 8900-მდე გაიზარდა“, – განაცხადა გენერალმა და დასძინა, რომ ამიტომ, უკრაინისთვის მიწოდების და ხარისხის საკითხი წინა პლანზეა.

სირსკიმ თქვა, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენა და არ სურს „მიაღწიოს მიზნებს ნებისმიერ ფასად“. „ჩვენ არ ვიცავთ ნანგრევებს სიკვდილამდე“ – თქვა გენერალმა.

კითხვაზე თუ შეუძლია ს გამარჯვება და რამდენი დროა დარჩენილი გამარჯვებამდე, სირსკიმ თქვა: „ვფიქრობ, ძალიან, ძალიან მამაცი უნდა იყო, რომ თქვა როდის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენთვის ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არ არსებობს“.

ასევე დაგაინტერესებთ