ალექსანდრე სირსკი – თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია, ამიტომ, უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“რა თქმა უნდა, თავდაცვაში ყოფნით ომის მოგება შეუძლებელია. რამდენადაც თავს დაიცავ, იმდენად უკან დაიხევ. ჩვენ კი იძულებულნი ვართ შევინარჩუნოთ თავდაცვა და შევინარჩუნოთ ჩვენი ძალები პრაქტიკულად ფრონტის მთელ ხაზზე“, – აღნიშნა სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.
კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაციას აქვს უპირატესობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა უპასუხა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს ის, რაშიც უპირატესობა აქვს.
“ჩვენ უნდა განვახორციელოთ ის, რაშიც გვაქვს უპირატესობა. ჩვენ პირველები ვიყავით მსოფლიოში, ვინც შევქმენით უპილოტო სისტემების ძალები. ამჟამად ვქმნით უპილოტო აპარატების შემადგენელ ნაწილებს. აქტიურად ვავითარებთ რობოტულ პლატფორმებს, ვავითარებთ სახმელეთო საბრძოლო პლატფორმებს,” – აღნიშნა სირსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა შექმნას საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
„გვაქვს ამის უნარი და შესაძლებლობა. იმედი მაქვს, მახასიათებლებით Patriot-ზე ნაკლები არ იქნება“, – აღნიშნა სირსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს