ალექსანდრე ლუკაშენკო: ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია

აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს, – ასე გამოეხმაურა ბელარუსში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნებს ალექსანდრე ლუკაშენკო, სადაც წინასწარი შედეგებით, ის ლიდერობს.
„აღიარებთ თუ არა ამ არჩევნებს ევროკავშირში, ეს გემოვნების საკითხია. ვფიცავ, აბსოლუტურად არ მადარდებს, აღიარებთ თუ არა ჩვენს არჩევნებს. მთავარია, ბელარუსმა ხალხმა აღიაროს და ისევე მშვიდობიანად დამთავრდეს, როგორც დაიწყო. ეს არის მთავარი და მერე თქვენი საქმეა. თუ აღიარებთ, გამოგეხმაურებით და მადლობას მოგახსენებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ასევე რეგიონული და მინსკის საქალაქო კომისიების წინასწარი მონაცემებით, ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 86,82 %-მა მისცა ხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა