ალექსანდრე ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის – დაფიქრდით, როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ – ახლა ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ არსებული რეალობა უნდა გაითვალისწინოს და მოლაპარაკებები არ ჩაშალოს, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
„ომის დაწყებისას ვურჩიე როგორ უნდა მოქცეულიყო. მაშინ რომ გაეთვალისწინებინა, ეს პუნქტები საჭირო აღარ იქნებოდა, ეს 28 პუნქტი ახლა არ იქნებოდა. თუ ვოლოდია ზელენსკის სურს უკრაინამ ამჟამინდელ საზრებში არსებობა გააგრძელოს, ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ მოლაპარაკებებია საჭირო და არა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლა“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ გადაწყვეტილებები არსებული რეალობიდან გამომდინარე მიიღოს.
ასევე, მისი თქმით, უკრაინას ახლა ზღვაზე გასასვლელი აქვს, მაგრამ „შესაძლოა, ეს ასე აღარ იყოს“.
„არსებული რეალობიდან გამომდინარე, დაფიქრდით, თუ როგორ შეინარჩუნოთ ის, რაც ახლა გაქვთ. ახლა თქვენ ზღვაზე გასასვლელი გაქვთ, ოდესაც გაქვთ და ნიკოლაევიც, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გაქრეს. ამიტომ, ყველაფერი უნდა აწონ-დაწონოთ და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია