ალექსანდრე ლუკაშენკო – ვაშინგტონ-ლონდონის ჰეგემონი მსოფლიოს თავის საკუთრებად განიხილავს

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ში კონფლიქტი გამოწვეულია დასავლეთის ფილოსოფიით, რომლის თანახმადაც, ის მსოფლიოს საკუთრებად განიხილავს.
„ვაშინგტონ-ლონდონის ჰეგემონი მსოფლიოს თავის საკუთრებად განიხილავს. მისთვის პლანეტის მრავალმილიარდიანი მოსახლეობა ხალხი კი არა, პირადი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებაა. აი, რა არის პოლიტიკური ეკონომიკა. ეს არის მრავალი გამოწვევის მთავარი მიზეზი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ამ ფილოსოფიის ფარგლებში მოხდა უკრაინის კონფლიქტის პროვოცირება, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ ვიცით, რა მიზეზით“, – განაცხადა ლუკაშენკომ ასტანაში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია პლუსის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, დღეს მსოფლიო ღრმა კრიზისშია.
„ჩვენ ყველა მსოფლიო პოლიტიკაში ძირითადი სისტემური ცვლილებების მონაწილე ვართ. ამ ცვლილებების საფუძველია საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის გლობალური მრავალპოლარული სისტემის დაბადება. თუმცა, „ოქროს მილიარდს“ ეს პერსპექტივა არ ახარებს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ