ალექსანდრე ლუკაშენკო – გადაეცით ტრამპს, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში ველოდები

ალექსანდრე ლუკაშენკო დონალდ ტრამპს, სა და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისთვის მინსკში ეპატიჟება, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მასზე, ზელენსკის დაშინება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ზელენსკისთან შეთანხმება, რადგან უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. თუ გსურთ, ჩამოდით! ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე მხოლოდ 200 კილომეტრია. მოდით, დავსხდეთ და შეთანხმებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი აურზაურის გარეშე მივაღწიოთ. გადაეცით ტრამპს, რომ აქ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ველოდები. თუ მათ შეთანხმება სურთ, ჩვენ მშვიდად შევთანხმდებით“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტი, ყოფილი პრეზიდენტისგან, სგან განსხვავებით უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს.
„გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს, მაშინაც კი თუ ისინი არასწორი იქნება. ბაიდენი გადაწყვეტილებებს თავად არ იღებდა. ხალხის დიდი არმია იყო, რომელიც ბაიდენს გარკვეული მიმართულებით უბიძგებდა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას