ალექსანდრე ლუკაშენკო – ბელარუსი ქალი პრეზიდენტისთვის ჯერ მზად არ არის, ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში ქალი აირჩიონ

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ქვეყანა ქალი პრეზიდენტისთვის ჯერ მზად არ არის.
„ღმერთმა ნუ ქნას, ბელარუსში ქალი აირჩიონ. ბელარუსში პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. შემდეგ, ეს არის ყველაზე რთული სამუშაო. არ არის საჭირო ქალის ასე დატვირთვა, ეს არ არის ფორმალური თანამდებობა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა, დროთა განმავლობაში ქვეყანა ამ სტილამდე მივიდეს, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა.
„შესაძლოა, დროთა განმავლობაში მივიდეთ ამ სტილამდე, მაგრამ ამ დროისთვის განსხვავებულია. თაყვანს ვცემ ქალებს და საერთოდ არ ვამცირებ მათ როლს, მაგრამ ისინი ახლოს უნდა იყვნენ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, ბელარუსში საპრეზიდენტო 2025 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე