ალექსანდრე ლუკაშენკომ 22 პირი შეიწყალა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას წინასაახალწლოდ 22 პირის შეწყალების შესახებ, – ინფორმაციას ბელარუსული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ პირებიდან 20 „ექსტრემისტული დანაშაულებისთვის“ იყო გასამართლებული. შეწყალებულთა შორის 15 ქალი და 7 მამაკაცია, მათგან 11-ს არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანმა სახელმწიფოს მეთაურს შეწყალების თხოვნით მიმართა, აღიარა დანაშაული და სინანული გამოთქვა.
„შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ჰუმანიტარული მიზეზების და მათი ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე შეწყალებული პირების დადებითად დახასიათების გათვალისწინებით მიიღო“, – აცხადებენ ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების სამინისტრო – 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უწყებამ, დროებით, სხვა საჯარო სკოლის შენობაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც

რასა იუკნევიჩიენე – არ ვაღიარებთ ხმის მიცემას ან მის შედეგებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში – იქნება ეს ,,ნამესტნიკი”, მეორე მდივანი თუ ,,პრეზიდენტი”, მოსკოვი თავის კაცს აგზავნის იმის სამართავად, რაც ოკუპირებული აქვს