“ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ერთი სახელმძღვანელო, ერთი ფორმა, ერთი პარტია, ერთი გაზი” – დაწერა განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ სოციალურ ქსელში და გამოეხმაურა განათლების რეფორმას, რომლის მიხედვითაც, განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი ზვიად გაბისონიას თქმით, აბიტურიენტებს მომავალი წლიდან ერთზე მეტი უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არჩევის უფლება აღარ ექნებათ. მოგვიანებით, განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიცრუეა, თითქოს აბიტურიენტები ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ.




