ალექსანდრე კრევო-ასათიანი – ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს, მათ ერთიანობა გადაწყვიტეს, რაც საქართველოსთვის მკაფიო „მესიჯი“ უნდა იყოს

დონალდ ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა. საქართველოსთვის კი ეს უნდა იყოს მკაფიო „მესიჯი“, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონგრესზე ერთიანობა მთავარი „მესიჯი“ იყო.
„ვიმყოფებით რესპუბლიკელების კონგრესზე, სადაც ოფიციალურად უნდა აირჩიონ , როგორც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ძალიან საინტერესოა ჯეი დივანსის ვიცე პრეზიდენტად დანიშვნის საკითხი, რადგან ის ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა მეორე მხარის დასამარცხებლად. ჩვენთვის კი, საქართველოსთვის ეს უნდა იყოს მკაფიო მესიჯი, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად წარსულში დაპირისპირებისა. ერთიანობა იყო მთავარი „მესიჯი“ დღევანდელ კონგრესზე და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება“, – განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე, კრევო-ასათიანი -ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებაზე – კაცი, რომელიც საზღვარზე მოდის ოფიციალურად, რანაირად შეიძლება ეს ვინმესთან კავშირში იყოს, გარდა ხელისუფლებისა? ჰოდა, ეს კითხვა იმ მეორე მხარეს დაუსვით!

გიორგი ვაშაძე – მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!