ალექსანდრე კრევო ასათიანი – კობახიძეს და პაპუაშვილს, მათი ოქროს სასახლეებიდან არ აინტერესებთ ეს ფული რაში გამოიყენება – მოსახლეობამ კარგად იცის ეს უზარმაზარი დახმარება რაში გამოიყენება

ირაკლი ს და შალვა პაპუაშვილს, მათი ოქროს სასახლეებიდან არ აინტერესებთ ეს ფული რაში გამოიყენება – სინამდვილეში საქართველოში მოსახლეობამ კარგად იცის ეს უზარმაზარი დახმარება რაში გამოიყენება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა, რითაც -ს მიერ საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის შეჩერებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ ეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანას.
ს და შალვა პაპუაშვილს, მათი ოქროს სასახლეებიდან არ აინტერესებთ ეს ფული რაში გამოიყენება, თუმცა სინამდვილეში საქართველოში მოსახლეობამ კარგად იცის ეს უზარმაზარი დახმარება რაში გამოიყენება. ხაშურში, მცირე მეწარმემ კარგად იცის, საიდან მოდის მისი გრანტები, კახეთში, გლეხი, რომელმაც გადაარჩინა ენდემური ხორბლის ჯიში, იცის საიდან მოვიდა მისი USAID-ის გრანტი ან შშმ პირი ბავშვის მშობლებმა ძალიან კარგად იციან, საიდან მოვიდა ფული პროგრამებისთვის, რომელიც გამოყენებულია მათი ბავშვებისთვის. ალბათ, ყველაზე დიდი დახმარება შედის ლუგარის ლაბორატორიაში და მე მგონი, ეს კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ ხალხს ატყუებს და როცა ლაპარაკობენ, რომ ვითომ დემოკრატიის ფესტივალია რაღაც ავტორიტარიზმის ფესტივალი ან რაღაც ეგეთი, სისულელეებს რომ ლაპარაკობენ, სინამდვილეში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ „ქართული ოცნებაც“ დაპატიჟებული იყო იქ, თვითონ არ უნდოდათ წასვლა იმ ფესტივალზე, იმიტომ, რომ არ უნდათ თანამშრომლობა დემოკრატიულ ორგანიზაციებთან და ოპოზიციასთან, ერთადერთი რაც აინტერესებთ, არის პოლარიზაცია და კარგად იციან, რომ ხალხში ვერც ივლიან, იმიტომ, რომ ხალხს ვერ ელაპარაკებიან. ეს არის სამწუხარო რეალობა, როცა ლაპარაკობენ ამერიკის დახმარების წინააღმდეგ, სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ლაპარაკობენ”, – განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ