ალექსანდრე (კახა) ლომაია: “ფარჩაკს სიხარბე დაღუპავსო”, იტყოდნენ ხოლმე საბჭოურ-რუსული კრიმინალური დრამების გმირები

გაერო-ში საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია:
ფარჩაკის სიხარბე
“ფარჩაკს სიხარბე დაღუპავსო”, იტყოდნენ ხოლმე საბჭოურ-რუსული კრიმინალური დრამების გმირები. ტრამპმა პუტინს რამდენჯერმე უაღრესად ხელსაყრელი შეთანხმება შესთავაზა: შენ ოღონდ ცეცხლი შეწყვიტე, და მე ყირიმს გიღიარებ, სანქციებს მოგიხსნი, და შენი ბუნებრივი რესურსების ათვისებაში ინვესტიციებსაც ჩავდებო. ანუ, რუსეთს ცეცხლი (დროებით) უნდა შეეწყვიტა, და ყოველგვარი სხვა ვალდებულებების გარეშე შეეძლო დალოდებოდა ტრამპის ვადის დასრულებას, და მომზადებულიყო შემდგომი მოქმედებებისთვის. ამასობაში, მასზე დაწესებული სასანქციო რეჟიმი ჩამოინგრეოდა, და ს აღიარების ამერიკულ მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავდნენ. პუტინმა ეს ვარიანტი არა თუ უარყო, ტრამპს იქით დამატებითი პირობები წაუყენა. ყირიმთან ერთად ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ოლქების აღიარება, მათი ტერიტორიიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, და უკრაინის კონსტიტუციაში “ნეიტრალიტეტის” ვალდებულების შეტანა. ესეც არ აკმარა, და ტრამპი რამდენჯერმე საჯაროდ დაამცირა. ჯერ უკრების უმაღლესი დონის დელეგაციასთან სასაუბროდ სტამბულში, სადაც ჩასვლას თავად ტრამპიც განიხილავდა, თავისი … მრჩეველი გააგზავნა. მერე რომელიღაც ფორუმზე სტუმრებს უთხრა, მალე ტრამპთან სატელეფონო საუბარი მაქვს, მაგრამ არა უშავს, ცოტას თუ დამელოდება, არაფერი მოუვაო და ასეთები.
დღეს ოვალურ ოფისში ნატო-ს გენმდივან რუტესთან საუბრისას ტრამპა გამოაცხადა, რომ და ნატო უკრაინისთვის ახალი, ერთობლივი, “მასირებული” სამხედრო დახმარების სქემის განხორციელებას იწყებენ. წყაროები საუბრობენ პირველ, $10 მილიარდიან პაკეტზე: “პეტრიოტები”, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტები, და სხვ. გარდა მისა, ტრამპმა, სენატთან და წარმომადგენელთა პალატასთან კოორდინირებით, 1 სექტემბრიდან 100%-იან ტარიფს დავუწესებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენო.
როგორც ჩანს, ვალოდიას სწორედ ის შეიძლება შეემთხვეს, რაც ფარჩაკს მოსდიოდა ხოლმე საბჭოურ-რუსულ კრიმინალური დრამებში.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები