ალექსანდრე-კახა ლომაია: მაფიოზური “კოსტუმი რატომ არ გაცვია, ბიჭო” და “ქურდს პატივს რატომ არ სცემ” გათვლილი იყო ჩმორზე, რომელიც ჩაისვრიდა, კამერების წინ განაბს ხელზე ეამბორებოდა

“პირველი რეაქციის შემდეგ, რომლის მიზანი ტრამპისთვის საკუთარი მაგრობის ჩვენება იყო, ოფიციალური პირების ტონი შეიცვალა. ახლა ისინი თავს იმართლებენ, რომ ვენსის პროვოკაცია ჩასაფრება არ ყოფილა, და რომ მათ გულწრფელად სურდათ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა. ვერ გათვალეს. მაფიოზური “კოსტუმი რატომ არ გაცვია, ბიჭო” და “ქურდს პატივს რატომ არ სცემ” გათვლილი იყო ჩმორზე, რომელიც ჩაისვრიდა, კამერების წინ განაბს ხელზე ეამბორებოდა, და “მშვიდობად” შეფუთულ კაპიტულაციაზე მოაწერდა ხელს. თან ამაში იქეთ მილიარდები რომ უნდა გადაეხადა. ჩმორის ნაცვლად, ხელში მგლად ქცეული უკრაინელი ებრაელი ბიჭი შერჩათ, რომელიც თავისი სამშობლოსთვის ვისაც გინდა იმას გამოღრღნის ყელს. ის ბიჭი, ვისაც ნათქვამი აქვს, რომ ის პუტინის სიკვდილისთვის ცხოვრობს. და მეორე, რაც ვერ გათვალეს, ევროპის რეაქცია იყო. საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ბელგია, ნორვეგია, ფინეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ბალტიელები მომენტალურად, რეფლექსურად, დაფიქრების გარეშე, ერთი-მეორის მიყოლებით ზელეს და უკრებს დაუდგნენ გვერდით. და ამ ფონზე, ვითარება დააგვირგვინა მან, ვისაც ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველაზე კარგად ესმის – მეფე ჩარლზმა. მან დემონსტრაციულად, ხაზგასმით, საჯაროდ, თავისი პრემიერ-მინისტრის პირით, ზელე ხვალ ბუკინჰემის სასახლეში მიიწვია. ეს ის ჩარლზის, ვის მოწვევასაც ასეთი აღფრთოვანებით იხუტებდა გულში ტრამპი სულ რაღაც ერთი დღის წინ. ეს, რა თქმა უნდა, სიგნალია, გზავნილია, ადრესატებისთვის გასაგებ ენაზე – არაფერი შეგეშალოთ, ჩვენო დაუხვეწავო და უმწიფარო ბიძაშვილებო, ეს ბიჭი და მისი ხალხი ცამდე მართლები არიან და ჩვენ მათ არავის დავაჩაგვრინებთ. აგერ მე და აგერ თქვენ, თუ ტრამპი საბაბს არ ეძებდეს თეთრ სახლში ზელეს ხელახლა მისაწვევად. ოღონდ ამჯერად, ზელეს იქ ძალად აბიჟნიკი ვენსი აღარ დახვდება. ის, დატუქსული, კუთხეში იდგება,” – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე-კახა ლომაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი