საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე კახა ლომაია:
2005 წლის 19 მაისს ნორვეგიის ქალაქ ბერგენში ხელი მოვაწერე ბოლონიის დეკლარაციას, რითაც საქართველო უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეს შეუერთდა.
გასული 20 წლის განმავლობაში ერთიანმა ევროპულმა სივრცემ:
მრავალ ქართულ უნივერსიტეტს შესაძლებლობა მისცა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით გაეუმჯობესებინა განათლებისა და კვლევის ხარისხი;
ასობით ქართველ მეცნიერს საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტების აუდიტორიებში და ლაბორატორიებში მუშაობის პირობები შეუქმნა; ამ მეცნიერებმა, თავის მხრივ, ასობით ქართველი დოქტორანტი მოამზადეს;
ათასობით ქართველ ახალგაზრდას საუკეთესო ევროპული უნივერსიტეტის კარი გაუხსნა.
ყოველივე ზემოთქმული ამერიკაზეც ვრცელდება, ვინაიდან ამერიკაში საქართველო აღიარებულია, როგორც ერთიანი ევროპული სივრცის სრულუფლებიანი წევრი. მხოლოდ და მხოლოდ ამ აღიარების წყალობით, ჩვენს უნივერსიტეტებს, მკვლევრებს და სტუდენტებს აქვთ პირდაპირი წვდომა ამერიკის საუნივერსიტეტო სივრცესთან.
12 წლიანი ზოგადი განათლება, ეროვნული სასწავლო გეგმა, ბაკალავრიატი-მაგისტრატურა-დოქტორანტურის სისტემა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა და ერთიანი ეროვნული გამოცდები – ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ორგანული შემადგენელი ნაწილებია.
თავს ნუ მოვიტყუებთ, ქოცების მიზანი ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცისგან საქართველოს ჩამოშორებაა, მისი იზოლაცია და პროვინციალიზაციაა.
ეს არ უნდა დავუშვათ!