საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.
3 ოქტომბერს, შეკრების დაწყებამდე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ზუსტად 10 წლის წინ, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ჩვენი გუნდი ფეხბურთის ფედერაციაში. ძალიან წარმატებული პერიოდი გვქონდა და ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ეროვნული ნაკრების ისტორიული გასვლა ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებები, ფუტსალის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი, ქალთა ფეხბურთის მნიშვნელოვანი პროგრესი და ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის განვითარება და წინსვლაა. არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ მომავალში.
ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ გასვლით თამაშებზე გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის. ეს დიდი მოტივაციაა და მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის. ესპანეთშიც და თურქეთშიც ბევრ ქართველი გულშემატკივარი დაგვიჭერს მხარს და ამას ვაფასებთ.
გიორგი ჩაკვეტაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. რთული პერიოდი აქვს, თუმცა ვიცი მისი პროფესიონალიზმი და დამოკიდებულია საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება. მან იცის, რომ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძლიერი ჩემპიონატებში თამაშობენ. ვილისთან ერთად ვიყავით ბუდუ ზივზივაძესთან და ლუკა ლოჩოშვილთან. ჩვენი მიზანია თითოეულ ფეხბურთელთან რაც შეიძლება ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს. ასევე, ყველას გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყოს წარმატებული და გააძლიეროს ჩვენი ნაკრები. მთავარი მწვრთნელი დაესწრო 17-წლამდე ნაკრების თამაშს და თითოეულ ფეხბურთელს აკვირდება, ვინც წარმატებულად და მაღალ დონეზე თამაშობს”.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. ყვითელი ბარათების გამო ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს. შეკრება 6 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
. 11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი – საქართველო | 22:45
. 14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი – საქართველო | 22:45
NAKREBI.GE
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ – ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
“ბარსელონას” იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
“საქართველოს ნაკრები სამაგალითოა” – ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ველით სისტემის შეცვლას – ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო – კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა – საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
“საქართველოს ნაკრები სამაგალითოა” – ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია… ეს კონკურენციაა… ბათუმში კარგი საფარი იქნება – სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ “არმოსაგებში” – ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
“ბარსელონას” იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
“კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
